пятница, 27 мая 2016 г.

სილამაზე, მაღაზია, სამზარეულო, აფთიაქი - ყველაფერი ერთ კალათაში.

1. პროექტის სახელწოდება:  სილამაზე,  მაღაზია, სამზარეულო,  აფთიაქი - ყველაფერი ერთ კალათაში.
2. პროექტის მთავარი იდეა: კლასში ნასწავლ პირდაპირპროპორციულ და უკუპროპორციულ დამოკიდებულებებს  დაუკავშირებენ ცხოვრებისეულ სიტუაციურ  ამოცანებს.
3. პროექტის აქტუალობა: ბავშვებს გამუდმებით აქვთ კითხვები რაში გამოადგებათ კლასში ნასწავლი ესა თუ ის საკითხი. ცხოვრებისეულ კონკრეტულ სიტუაციებში აღმოაჩენენ რამდენად საჭიროა და რამდენად გაუმარტივებს მათ გადაწყვეტილების მიღებას მათემატიკის ამა თუ იმ საკითხის კარგი ცოდნა.
4. პროექტის მიზნები: ბავშვებს მეტი ინტერესი  გაუჩნდეთ საგნისადმი. დაინახონ შესწავლილი საკითხების საჭიროება და აქტუალობა. მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი.
5. მონაწილეთა ასაკი: მე-7- კლასი.
6. ვადები/ხანგძლივობა: ორი კვირა.                   
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:  შექმნიან ბლოგს, ბუკლეტებს, კედლის გაზეთს, რათა მოსწავლეებში მეტი ინტერესი გაჩნდეს საგნისადმი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, მარკერები, ფორმატები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):კლასს ვყოფ  ჯგუფებად და ვუნაწილებ დავალებებს. პირველი ჯგუფი იმუშავებს ბუნებაში, ნაწარმოებებში , არქიტექტურულ ძეგლებში  არსებული "ოქროს კვეთების " მოძიებაზე. მეორე ჯგუფი გამოიკვლევს  ფასების ზრდა (კლება) თუ რა გავლენას ახდენს შესაძენი პროდუქტის მასაზე. მესამე ჯგუფი იმუშავებს კულინარიის რეცეპტებზე. კერზოდ იმაზე თუ როგორ უნდა შეცვალონ ინგრედიენტების მოცულობა როცა გარკვეული კერძის მომზადება გათვლილია არა ერთ ოჯახზე (ერთ პორციაზე) არამედ ორმოცდაათ (ას) კაციან სუფრაზე. მეოთხე ჯგუფი მოიძიებს მასალას წამლების შემადგენლობაში  შემავალ ნივთიერებებს შორის არსებული პროპორციების შესახაბ. ამ პროპორციების მკაცრი დაცვა რამდენად მნიშვნელოვანია. თუ არ დავიცავთ  რა შეიძლება მოყვეს.  
მუშობის პროცესში ბავშვებს ვაძლავ საჭიროებებიდან გამომდინარე მითითებეს. ვაძლევ ინტერნეტ-მისამართებს თუ სად მოიძიონ ესა თუ ის მასალა. ბავშვების მირ მოძიებულ მასალას პეროდულად განვიხილავთ. პარალელურად ქმნიან ბუკლეტებს, კედლის გაზეთებს, აწყობენ სლაიდ შოუებს, ვეხმარები ბლოგის შექმნასა და მოძიებული მასალის იქ გამოქვეყნებაში. ორი კვირის ბოლოს ჯგუფები დასრულებულ სამუშაოს თავს მოუყრიან  და აუდიტორიის  (სკოლის მოსწავლეების)  წინაშე წარსდგებიან პრეზენტაციით.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა VII.5. მოსწავლეს შეუძლია  სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციულ დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა 
11. პროექტის ხელმღვანელი: მერი კვირიკაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: meripridonashvili1gmail.com.
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://meripridonashvili12.blogspot.com/